გიგი უგულავა მანქანას ყიდის
თბილისის მერის, გიგი უგულავას კუთვნილი ავტომანქანა აუქცონზე იყიდება. მისი საწყისი ღირებულება 48 999 ლარს შეადგენს. აუქციონზე გამოტანილია სხვა მაღალჩინოსანთა მანქანებიც. მათი ფასები 8000 ლარიდან იწყება. თბილისის მერი ჩინოვნიკების საკუთრებაში არსებული ავტომანქანების გაყიდვას ,,ქამრების შემოჭერის’’ ახალი ტალღით ხსნის.
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ აუქციონი დანერგა, რომლის დროსაც ონლაინ რეჟიმში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უძრავი და მოძრავი ქონების პრივატიზება იქნება შესაძლებელი. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ქონების მართვის საიტზე დარეგისტრირების შემდეგ. საიტის მისამართია: www.eauction.ge. აუქციონი ჩატარდება 6 დეკემბერს, საბუთების მიღება გაგრძელდება 3 დეკემბრამდე.