საზოგადოება
ირაკლი ალასანიამ და ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა ბისმილა ხან მუჰამადმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

1sazog-2-Memorandსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. მემორანდუმი საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის სტრუქტურებს შორის თანამშრობლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ბევრად უფრო ძლიერი, ყოვლისმომცველი იქნება. მათ ჭირდებათ ჩვენი თანადგომა და საქართველოს მთავრობა უცხადებს ავღანურ მთავრობას მხარდაჭერას", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

“ჩვენ ვაფასებთ ქართველების მიერ გამოჩენილ თავგანწირვას ავღანეთის მიწაზე. თქვენი მთავრობა ჩვენს მხარდაჭერას 2014 წლის შემდეგაც აპირებს. ხელმოწერილი მემორანდუმით ჩვენ უფრო ეფექტურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს“, - განაცხადა თავის მხრივ ბისმილა ხან მუჰამადმა.