პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: „რუსეთს, როგორც ჩვენს ახლო მეგობარს, განსაკუთრებული როლი აქვს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში“

1polit-3-Ilhamსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სოჭში გააკეთა.

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის საოკუპაციო ძალის უპირობო გასვლას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, გავიდა 20 წელზე მეტი, მაგრამ რეზოლუცია კვლავ ქაღალდზე დარჩა. ვფიქრობ, რომ რუსეთს, როგორც ჩვენი ახლო მეგობარს, პარტნიორსა და მეზობელს, რა თქმა უნდა, აქვს განსაკუთრებული როლი დარეგულირების პროცესში და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებათა გზით ვიპოვით გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.