საზოგადოება
განთავისუფლებული სკოლის დირექტორის ადგილზე მანდატური გოგონა დანიშნეს

skola-182ვრცელდება ინფორმაცია,რომ ვარკეთილში, №182 საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე აიძულეს, დაეწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, რის შემდეგაც მის ადგილას მანდატური დანიშნეს. სკოლის პედაგოგებისთვის ჯერჯერობით უცნობია გადირექტორებული მანდატურის გვარი. მათ მხოლოდ ის იციან, რომ მანდატური 30 წლისაა და სახელად სოფო ჰქვია. ამასთან, სანამ არჩილ ჩხაიძე განცხადებას დაწერდა, სკოლის პედაგოგებს მის დასაცავად დაგეგმილი ჰქონდათ საპროტესტო აქციის მოწყობა, მაგრამ ეს თავად ჩხაიძის თხოვნით არ გააკეთეს. განათლების სამინისტროში, როგორც ყოველთვის, არც ამ საკითხთან დაკავშირებით აკეთებენ კომენტარს.