საზოგადოება
„ჩვენთვის ეს კლონდაიკია!“ - ბელარუსი მზადაა მიაწოდოს სურსათ-სანოვაგე რუსეთს იმ ქვეყნების ნაცვლად, ვის მიმართაც მოსკოვმა სანქციების საპასუხო ზომები მიიღო

1saz-3-klondaikსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენთვის ეს კლონდაიკია! მზად ვართ ჩავანაცვლოთ დასავლეთის ქვეყნები ბევრ პოზიციაში სურსათ-სანოვაგის ნაწილში, - განუცხადა რია ნოვოსტის ბელარუსის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლეონიდ მარინიჩმა.
ბელარუსი, კერძოდ, აპირებს სერიოზულად გაზარდოს რუსეთში ყველის, ხორცისა და რძის მიწოდება ფინეთის ნაცვლად.

ამასთან, ბელარუს სოფლის მეურნეებს, მარინიჩის თქმით, შეუძლიათ დამატებით ბოსტნეულის მიწოდების განხორციელებაც. „შევცვლით ჰოლანდიურ კარტოფილს, პოლონურ ვაშლს - ჩვენ ყველაფერი გვაქვს“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინწინ რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აკრძალა  წლის განმავლობაში რუსეთში სოფლის მეურნეობის  პროდუქციის   ცალკეული სახეობების, ნედლეულისა და სურსათ-სანოვაგის შეტანა იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს. გუშინ, 7 აგვისტოს კი რუსეთმა სრული აკრძალვა შემოიღო საქონლისა და ღორის ხორცის, ხილბოსტნეულის, ქათმის ხორცის, თევზის, ყველის, რძისა და რძის ნაწარმის მიწოდებაზე ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, კანადიდან, შვეიცარიიდან და ნორვეგიის სამეფოდან.