უცხოეთი
„ყველაზე საზიზღარი ისაა, რომ სომეხს მიწოდებდნენ!“ - ერდოღანი

erdogan-zar-2საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ტელეარხ NTV-ის პირდაპირ ეთერში გამოსვლისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე მედია მის მიმართ არაერთ შეურაცხმყოფელ გამოხდომებს მიმართავდა. ამის შესახებ Haqqin.az იტყობინება.

რა აღარ მიწოდეს, მაგრამ ყველაზე საზიზღარი ის იყო, რომ სომეხს მეძახდნენ. არც ერთი პოლიტიკოსი მსოფლიოში არ მოითმენდა მისი მისამართით იმდენ შეურაცხყოფას, რამდენიც მე მოვითმინე, მაგრამ მე მუდამ მომთმენი ვიყავი. დაე ყველამ ის უწოდოს საკუთარ თავს, რაც სურს - თურქი, ქურთი, და აქ არაფერია ცუდი. მე ვამაყობ, რომ თურქი ვარ“, - განაცხადა ერდოღანმა.