უცხოეთი
„ზოგიერთ ფოტოზე (ფოტოები შემთხვევის ადგილიდან) აფეთქების შედეგად მიღებული ნამსხვრევები ემთხვევა იმ კვალს, რასაც ტოვებს დისტანციურ ამფეთქებლიანი იარაღი, სხვებზე კი უფრო ზუსტი და ერთობლივი კვალია, ქვემეხის ცეცხლისგან. ამას ვაანალიზებთ“, - განუცხადა წყარომ გაზეთ New Straits Times-ს.
ახალი ვერსიის თანახმად, გამოყენებული იქნა თვითდამიზნების სითბურქობინიანი რაკეტა, რომელიც თვითმფრინავის ყველაზე ცხელ ადგილებში - ძრავებში მოხვდა. ეს ვერსია გამორიცხავს წინას იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი დანადგარი „ბუკ“-ით იქნა ჩამოგდებული, რადგან მაშინ, ექსპერტთა აზრით, თვითმფრინავისგან არაფერი დარჩებოდა.