მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
საქართველო, 7 აგვისტო,
საქინფორმი.
მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და
დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო. სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდათ. მათ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ ბრალად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5 -დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.