საზოგადოება
ავტოგაზგასამართ სადგურებზე ბუნებრივი აირი გაძვირდა, ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში მკვეთრად გაიაფდა დოლარი და ევრო

sazog-3-GASსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ავტოგაზგასამართ სადგურებზე ბუნებრივი აირი გაძვირდა. „სოკარის“ სადგურებზე ბუნებრივი აიის ღირეულება 98 თეთრიდან 1.09 ლარამდე გაიზარდა, დანარჩენი დისტრიბუტორი კომპანიების ქსელებში კი გაზის ღირებულება 2 აგვისტოდან 1.15 ლარი გახდა. ბუნებრივი აირის დისტრიბუტორებმა გაზის გაძვირებით თავიდან გაკოტრების საფრთხე აიცილეს. თბილისში გაზგასამართი სადგურების მფლობელების მიერ რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბებულ ასოციაციაში აცხადებდნენ, რომ საქართველოს მასშტაბით შესაძლოა დაახლოებით 80 გაზგასამართი სადგური დახურულიყო, რის მიზეზადაც „სოკართან“ შედარებით ტარიფებს შორის სხვაობას ასახელებდნენ.

„სოკარის“ კუთვნილ გაზგასამართ სადგურებზე ბუნებრივი აირის ფასის დაწევამ და ფასდაკლების ბარათის მოქმედებამ 17 თეთრით ფასთა სხვაობა გამოიწვია. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი კონკურენციას ვეღარ უწევენ და მოგების მარჟა მათთვის პრაქტიკულად აღარ არსებობს.

დავძენთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში მკვეთრად გაიაფდა დოლარი (1 აშშ დოლარზე 1.76 ლარიდან 1.73 ლარამდე) და ევრო (1 ევროზე 2.40 ლარიდან 2.30-მდე).