საზოგადოება
ირაკლი ალასანია: „ნატო-ს შემდგომი სამიტის ძირითადი ნაწილი მიეძღვნება რუსეთიდან აგრესიის შემთხვევაში რეაქციის ორგანიზებას“
sazog-2-Alasaniaსაქართველო. 7 აგვისტო, საქინფორმი.  თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ უნდა გაძლიერდეს ნატო-ს თავდაცვისუნარიანობა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, „2015, 2016 და 2017 წლებში საქართველო არის ნატო-ს სწრაფი რეაგირების შენაერთების ნაწილი. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უკვე სერტიფიცირება გაიარა. სწორედ ასე შევიტანთ ჩვენი შეიარაღებული ძალები წვლილს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის დაცვის საქმეში, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაციასთან მოხდება სამხედრო დაპირისპირება", - განაცხადა ალასანიამ.