საზოგადოება
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ბანგიში იმყოფებოდა, სადაც ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიას ასრულებენ

sazog-1-zamestitelსაქართველო. 7 აგვისტო, საქინფორმი.  ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში პოლკოვნიკმა შეხვედრები გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ შორის, ჟან-ჟაკ დემაფოსთან, რომელიც აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო მხარდაჭერის მისიასა (MISCA) და ფრანგულ სამშვიდობო კონტინგენტს (SANGARIS) კურირებს, ასევე,  ცარ-ის გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ჯერომე ბოუბას, ფრანგული სამშვიდობო კონტინგენტის (SANGARIS) ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალ ერიკ ბელო დე მინიეს, ევროპული ძალების (EUFOR RCA) წარმომადგენელს, ბრიგადის გენერალ ტიერი ლიონის, რომლის დაქვემდებარებაშიც ქართული კონტინგენტი იმყოფება და  გაერთიანებული ერების სამშვიდობო ოპერაციების (MINUSCA) ხელმძღვანელს ფრედრიკ ჰინგრეის.

შეხვედრებისას მასპინძლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქართული ასეულის მონაწილეობის მნიშვნელობა.