უცხოეთი
გაკვეთილი საქართველოსთვის: გუშინ პსაკიმ ისევ „ჩაიფსა“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ იცის სასკოლო გეოგრაფია, აღარაფერი რომ არ ვთქვათ გეოპოლიტიკაზე

zar-1-an-urok-mainსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კომენტარი გაუკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას „რფ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების წვრთნების თაობაზე, რომელიც თითქოსდა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მიმდინარეობს“. 5 აგვისტოს ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის წვრთნების გამო ასტრახანის ოლქში“. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის აზრით, ასეთი ხასიათის მანევრები პროვოკაციულია და რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციას ემსახურება.

რუსეთის სამხედრო უწყებაში ქალბატონი პსაკის გამონათქვამებს ხელახლა კითხულობენ და შეშფოთებას გამოთქვამენ მის მიერ ელემენტარული გეოგრაფიული ცოდნის არქონის გამო“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მან აღნიშნა, რომ აშულუკის პოლიგონი ასტრახანის ოლქში რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ასობით კილომეტრში მდებარეობს. „ამიტომ ამგვარი განცხადებების მომზადებისას, სანამ მსოფლიოს საზოგადოებას ააფორიაქებდე, სასარგებლო იქნებოდა ინფორმაციის მიღება არა მარტო სოცქსელებიდან, არამედ ოფიციალური წყაროებიდანაც, მაგალითად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტიდან და გეოგრაფიული რუკიდან“, - დასძინა უწყების წარმომადგენელმა.

საქინფორმი: ქართველებს ისღა დარჩენიათ, იმედი იქონიონ, რომ აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს ავღანეთსა ან ერაყში არ აურევს, რადგან პსაკის გეოგრაფიის გაკვეთილები აღარ უშველის... სამაგიეროდ, საქართველოსთვის, რომელმაც თავის სტრატეგიულ პარტნიორად ნომერ პირველი ქვეყანა აირჩია, რომელსაც პსაკი წარმოადგენს, ეს სერიოზული გაკვეთილი უნდა იყოს...

zar-1-an-urok-down