საზოგადოება
კახა კოჟორიძე: „ინტერპოლით ძებნა არ ნიშნავს, რომ ქვეყანა, სადაც ექსპრეზიდენტი იმყოფება, ვალდებული ხდება იგი დააკავოს“

sazog-3-koJoriZeსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძის განმარტებით, ინტერპოლის ცენტრალური ბიურო „დამოუკიდებლად განსაზღვრავს, როგორც ბრალდების საფუძვლიანობას, ასევე იმა, არის თუ არა პოლიტიკური მოტივები და ამის შემდეგ გადაწყვეტს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს“.

ინტერპოლის ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყანა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იქნება, ავტომატურად იქნება ვალდებული, დააკავოს ის და გადმოსცეს საქართველოს. ეს დამოკიდებული იქნება იმ ქვეყანასა და საქართველოს შორის სისხლის სამართლის სფეროში რა ტიპის საერთაშორისო ხელშეკრულებაა გაფორმებული. ეს პროცედურა ასევე დამოკიდებული იქნება იმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებზეც, რომლებიც გადმოცემის საკითხს დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.