რედაქტორისგან
საქინფორმი: „რუსთავი-2“-ის ეთერში ერეკლე კოდუას გამოსვლის შესახებ, სადაც ის იხსენებს, როგორ „შეუკვეთა“ პატარკაციშვილმა ხაინდრავა…

samart-3-redaq-32014 წლის 2 აგვისტოს კუდ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ერეკლე კოდუამ, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას დიდ ბრიტანეთში ემალება, რუსთავი-2- დეტალურად ამცნო, როგორ აპირებდა პატარკაციშვილი გოგა ხაინდრავას მოკვლას და ამის კვალდაკვალ ხალხის მასიური მღელვარების გამოწვევას. მაგრამ კოდუას მიერ მოდელირებული სიცრუე მომენტალურად გასცა მისივე ხელების ნერვიულმა მოძრაობამ, რამაც გამოააშკარავა, რომ კოდუა ახმიანებდა სააკაშვილის მიერ გამოგონილ ლეგენდას, რათა სააკაშვილისათვის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევისა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის ცოდვა ჩამოერეცხა, ხოლო პატარკაციშვილისათვის შეთქმულის იარლიყი მიეწებებინა. 

კოდუამ ისიც დააბლუყუნა, რომ მარჯვენა ფეხსაცმლის ქუსლში მოსასმენი აპარატურა ჰქონდა ჩამონტაჟებული, მაგრამ დაავიწყდა იმის მოყოლა, რომელ საწამლავს მალავდა მარცხენა ფეხსაცმლის ქუსლში, რომლითაც პატარკაციშვილი მოაკვდინეს.

სინამდვილეში შეხვედრის აუდიოჩანაწერის ორგანიზება არა „გმირმა-მზვერავმა“ კოდუამ, არამედ თავად ბადრი პატარკაციშვილმა მოახდინა, რათა შემდგომში გაესაჯაროებინა იგი მის კუთვნილ ტელეარხ „იმედზე“ და ემხილა სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები! თუმცა, კასეტა, რომელიც მან „იმედში“ გაგზავნა, სულ სხვა მიმართულებით მოხვდა - საქართველოს შსს-ში, ვანო მერაბიშვილთან...

საქინფორმის რედაქცია
2014 წლის 5 აგვისტო
საქართველო, თბილისი