საზოგადოება
საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა და ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ასევე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს - ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტებზე.