საზოგადოება
საქართველოს პრემიერ - მინისტრი: „გაეროს პირდაპირი რეკომენდაცია და მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულებების გამოძიების პროცესი“
sazog-1საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. მთავრობის სხდომის დაწყების წინ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს. იქ საუბარი არის ისეთ მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა  წამება, ქონების დატაცება და მრავალი სხვა... ეს არის მართლაც დასაფიქრებელი ჩვენი მთავრობისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე. პროცესი არის ღია და კიდევ ერთხელ  მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს,  დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთონ ამ პროცესში. მით უმეტეს, რომ საუბარია მძიმე დანაშაულებების გამოძიებაზე და ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველყობთ პროცესების გამჭვირვალობას და გახსნილობას“.