საზოგადოება
ჩინელები კახეთს შეესევიან

chinelebiჩინელი ინვესტორები კახეთში სოფლის მეურნეობის დარგში პროექტების განხორციელებით დაინტერესდნენ. ჰუნანის პროვინციიდან ჩამოსული დელეგაციის წევრები კახეთის გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილს შეხვდნენ და თანამშრომლობის ფორმებზე შეთანხმდნენ. კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ დელეგაციის წევრები დაინტერესებულნი არიან კახეთით და იქ განსახორციელებელი პროექტებით.
ცნობისთვის: გიორგი ღვინიაშვილი კახეთში დღეს ჰუნანის პროვინციიდან ჩამოსულ ჩინელებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.