გია არსენიშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
21 ნოემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, გია არსენიშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გია არსენიშვილი 1995-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთში. 2000-2001 წლებში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად, ხოლო 2001-2004 წლებში წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკიაში, ჩეხეთში; 2008 წლის ივნისიდან იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. შეგახსენებთ, რომ გია არსენიშვილი 17 ნოემბერს, 68 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.