საზოგადოება
მოსკოვში დღეს საქართველოდან ახალგაზრდების ჯგუფი ჩავა

iverielniმოსკოვში დღეს საქართველოდან არასამთავრობო ორგანიზაციის "ივერიელნი – თაობა საქართველოს მომავლისთვის" წევრები ჩავლენ. ახალგაზრდების ჯგუფი ორგანიზაციამ "ქართველთა კავშირი" მიიწვია. როგორც რუსული სააგენტოები იუწყებიან, ორწლიანი პაუზის შემდეგ ეს ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველი ვიზიტია მოსკოვში. იგი 26 ნოემბრამდე გასტანს. დელეგაციის წევრები რუს თანატოლებთან, სტუდენტებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან გამართავენ შეხვედრებს. როგორც ცნობილია, ორგანიზაცია "ივერიელნის" მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობების განმტკიცება და მათი თანამონაწილეობით სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარება.