აქტუალური
რიჩარდ ნორლანდი: „იმედს გამოვთქვამთ, რომ გამოძიების პროცესში რაიმე ფორმის შურისძიების თავიდან აცილება მოხდება“

1-aqtual-3-imedsსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებასა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ნორლანდის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასახულია ის წუხილი, რომელიც აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით არსებობს.

განცხადებაში ასევე გამოთქმულია იმედი, რომ სამართლებრივი პროცესის წარმოების დროს რაიმე ფორმის შურისძიების თავიდან აცილება მოხდება. ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით, ვადევნებთ თვალს და რასაკვირველია, აუცილებელია, რომ მართლმსაჯულების პროცედურები და კანონის უზენაესობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.