საზოგადოება
პრემიერი:„ჩვენ ავიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობა, სწორედ მთავრობის წარმატებულ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყნის საბოლოო ევროპიზაციის,მისი მოდერნიზაციის ბედი. მოგიწოდებთ ყველას, კარგად გაითავისეთ ეს პასუხისმგებლობა“

1-sazog-2-pasuxismgeblსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რითაც ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.

სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და გაეცნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმას.

სხდომას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი დაესწრო.