საზოგადოება
“The Wall Street Journal” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი კოლეგებისადმი ბრალის წარდგენას ეხმიანება და ევროკავშირისა და აშშ-ს გაფრთხილებებს არასაკმარისად მიიჩნევს
1-Wall-sazogad-3საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. სტატიაში სათაურით “სირცხვილი საქართველოს", რომელიც სარედაქციო გვერდზე გამოქვეყნდა, გამოთქმულია იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხმას აიმაღლებს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით. ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, ქართულმა ოცნებამ, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, საეჭვო სისხლისსამართლებრივი გამოძიებები დაიწყო სააკაშვილის მოკავშირეთა წინააღმდეგ. გასულ ორშაბათს კი სააკაშვილს წაუყენა ბრალი, რაც პოლიტიკური შურისძიების გამჭვირვალე მაგალითია. სააკაშვილი ახლა შეერთებულ შტატებში ასწავლის და უკრაინის ახალ პროდასავლურ ხელისუფლებას აძლევს რჩევებს, მაგრამ შურისძიების ტვირთს საქართველოში დარჩენილი კოლეგები ეზიდებიან. მათ შორისაა დედაქალაქის ყოფილი მერი და ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტიის კამპანიის მენეჯერი, რომელიც სამ ივლისს დააპატიმრეს”, - წერს გაზეთი.
The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ დასავლეთს თბილისზე გავლენის მოხდენა შეუძლია და მან ეს უნდა გამოიყენოს.