საზოგადოება
პატარკაციშვილის ოჯახი: „ვიმედოვნებთ, რომ პროცესი იქნება სამართლიანი და დასჯის 2007 წლის ნოემბრის მოვლენებში დამნაშავეებს“

1-Semya-sazog-2საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. პატარკაციშვილის ოჯახი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას განცხადებით ეხმაურება. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო, იქნება სამართლიანი და დასჯის 2007 წლის ნოემბრის მოვლენებში დამნაშავეებს, ასევე ამ მოვლენებს მოყოლებულ ძალაუფლების ბოროტად არაერთგზის გამოყენებას, სამართალდამცავ სისტემასა და ბიზნესზე ზეწოლას და სიტყვის თავისუფლების ჩახშობას. ჩვენ დიდხანს ვიბრძოლეთ „იმედთან“ მიმართებაში სამართლიანობის აღსადგენად და ძალიან ვწუხვართ, რომ ბადრი ვერ მოესწრო ამ დღეს”,- ნათქვამია განცხადებაში.