საზოგადოება
“სიურპრიზები სტუდენტებს კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით!” - საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები ანაკლიაში კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკიტა მარშუკინოვს შეხვდნენ

1-Kazant-sazog-1საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა გაესაუბრნენ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის ინიციატივაზე კაზანტიპის ფესტივალზე სტუდენტებისთვის "ვიზაზე" ფასდაკლების შეთავაზებაზე.

"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლებმა დღეს ნიკიტა მარშუკინოვს შევთავაზეთ გარკვეული შეღავათების დაწესება სტუდენტებისთვის კაზანტიპის ფესტივალზე, შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა რაც სტუდენტებს უამრავ სიურპრიზს პირდება, რომელიც სულ მალე გახდება ცნობილი" - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.