72 წლის ქალბატონს ჯილეხი დაუდგინდა
ჯილეხის შემთხვევა რუსთავში დაფიქსირდა. 72 წლის ქალბატონმა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებას წუხელ, გვიან ღამით, მიმართა.
პაციენტს მარცხენა ხელის მტევნის შიდა ზედაპირზე შავი ფერის წყლულები აღენიშნება.
როგორც თავად ამბობს, იგი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სასადილოში მუშაობს, სადაც დაუმუშავებელ ხორცთან ჰქონდა შეხება და, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ დაინფიცირდა.
ამ დროისთვის პაციენტი რუსთავის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.