უცხოეთი
ვასაძე:„ჩვენ არაერთხელ შევეხეთ თემას, რომ თუ საქართველო არ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირებას და თუ საქართველოს მთავრობა შეეცდებოდა შევეყვანეთ ევრაზიის ან სხვა პუტინის მიერ შექმნილ გაერთიანებაში, მაიდანი თბილისში გარდაუვალი იქნებოდა”
1-zona-zar1საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. იუწყება ბალტიისა და შავი ძღვის რეგიონის ანალიტიკურ-ინფორმაციული პორტალი თავისუფალი ზონა“:
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განმარტა, თუ რატომ რატომ დაადანაშაულა ოპოზიცია მაიდანის მზადებაში. შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, მისი ნაცნობები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან მეგობრობენ და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიცია საქართველოში არეულობას ამზადებს მისთვის ახალი არაა. ასე უპასუხა უმცირესობაში მყოფმა სამართალდაცვის ხელმძღვანელმა დეპუტატ, გოგი გაბაშვილის კითხვას, იმის შესახებ თუ რის საფუძველზე, მინისტრის მიერ თავის დროზე გაკეთებულმა განცხადებამ - საქართველოში „უკრაინის სცენარის“ განმეორების შესახებ, აჟიოტაჟი გამოიწვია.   შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპოზიცია „ქართულ მაიდანს“ ამზადებს.
მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერები ინტენსიურად ემზადებიან ფართომაშტაბიანი პროვოკაციისთვის, რომელიც ადამიანთა მსხვერპლსაც მოიცავს.

პროვოკაციის მსხვერპლი, მინისტრის თქმით უნდა ყოფილიყო დამხობილი ხელისუფლება.
„მე ძალიან კარგი ინტერვიუ მივეცი. საკმარისი მიზეზი მქონდა, რომ ამგვარი განცხადება გამეკეთებინა. მე მყავს მეგობრები, რომლებიც თქვენთანაც მეგობრობენ, ამიტომ ჩვენთვის ცნობილია, ის რაც გვაინტერესებს“, - უპასუხა მინისტრმა დეპუტატს.
კომენტარი: ანუ, შინაგან საქმეთა მინისტრმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მას თავისუფალ ზონაში ინფორმატორები ჰყავდა, რომლებმაც სტანისლავ ფიოდორჩუკის თბილისში ვიზიტისა და ჩვენთან მეგობრობის შესახებ აცნობეს. შიშს დიდი თვალები აქვს. ყოველ შემთხვევაში მაშინ, სამი თვის წინ, როდესაც პრესამ აჟიოტაჟი ატეხა „მაიდნის“ მზადების შესახებ, რამაც გარკვეულ უხერხულობაში ჩაგვაგდო, რადგან მას არ ვამზადებდით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოდულთან დამწვარი ორი საბურავი არ ითვლება. თუმცა, როგორც თავისუფალი ზონის თავმჯდომარე გულწრფელად ვაღიარებ, რომ სტანისლავთან საუბრისას ჩვენ არაერთხელ შევეხეთ თემას, რომ თუ საქართველო არ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მაიდანი თბილისში გარდაუვალი იქნებოდა.
უფრო მეტიც, თუ ქართული ხელისუფლება შეეცდება ჩვენს ჩათრევას ევრაზიის, საბაჟო ან სხვა პუტინისეულ გაერთიანებაში, მაიდანი თბილისში გარდაუვალია.
სხვა რამეზე მინისტრს შეუძლია მშვიდად იყოს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ თავმჯდომარე გელა ვასაძე.