საზოგადოება
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი სიგუას მიმართავს წინადადებით, რომ კაზანტიპზე დასასწრები ბილეთების ფასი გაიაფდეს

1-kazrepu-saz1საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ორგანიზაციის "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგაემხრობა კაზანტიპის ფესტივალს, რომელიც ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარებისკენ არის მიმართული. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გვპირდება, რომ ყველა უკანონო ქმედება იქნება აღკვეთილი, ამიტომ მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად რადგან არანაირი ნარკოტიკების მოხმარება, არანაირი აკრძალული პრეპარატები არ იქნება გამოყენებული კაზანტიპზე. როგორც გვპირდებიან ამის უზრუნველყოფას მოახდენს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები.
აქედან გამომდინარე უკანონობის ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავთ. პირიქით ასეთი ღონისძიებები რაც შეიძლება მეტი უნდა ჩატარდეს რათა განვითარდეს ადგილობრივი რეგიონის ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა, წარმოუდგენელი რეიტინგით მოიმატებს რეგიონის ცნობადობა ტურისტებში, მოიმატებს ეკონომიკური სარგებელი და ა.შ. ეს ხომ შესანიშნავი საშუალებაა მივიღოთ ამდენი სარგებელი კაზანტიპის ღონისძიებით და რატომ უნდა ვთქვათ უარი. ჩაივლის ეს შესანისშნავი 10 დღიანი ღონისძიება და ჩვენი აზრით საზოგადოების უმრავლესობა დარჩება კმაყოფილი.