უცხოეთი
„შავი ივლისმა“ სამგზავრო ავიაციამ 455 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

1-pomnim-zar3საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ივლისში, ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოს სხვა და სხვა ნაწილში მომხდარმა ავია კატასტროფებმა 455 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.
პირველი 17 ივლისს მოხდა. აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის რეგიონში ჩამოვარდა Malaysia Airlines-ის თვითმფრინავი „Boeing-777“ რომელიც კუალა ლუმპურის მარშრუტით მიემგზავრებოდა. ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან არავინ გადარჩენილა. კიევის ხელისუფლებამ ყველაფერი მეამბოხეებს დააბრალა, მათ კი საპასუხოდ თქვეს, რომ ასეთი ძლიერი საბრძოლო აღჭურვილობა არ გააჩნიათ. ამჟამად იმართება გამოძიება. ავიაკატასტროფიდან ამოღებული „შავი ყუთი“ ბრიტანელ სპეციალისტებს გადასცეს.
ბოლო ცნობებით, ჩანაწერები კარგ მდგომარეობაშია, რაც ახლო მომავალში შესაძლებელს გახდის გაირკვეს მომხადრის მეტი დეტალები. გამოძიებაში ნიდერლანდებისა, მალაიზიის, “ICAO”-სა და “MAK”-ის სპეციალისტები ჩაერთვნენ.
23 ივლისს “TransAsia”-ს სამგზავრო თვითმფრინავმა მოახდინა ავარიული დაშვება ტაივანში.
უბედურების შემთხვევას შეეწირა 47 ადამიანი, 11 კი დაშავდა.
კიდევ ერთი ავიაკატასტროფა 24 ივლისს მოხდა. თვიმფრინავი რეისით
AH5017 ბურკინ-ფასოდან ალჟირში მიფრინავდა და ნიგერის დედაქალაქთან ახლოს ჩამოვარდა. გაირკვა, რომ რეისი Air Algerie-ს მიერ ხორციელდებოდა, რომელმაც თვითმფრინავი ესპანური კომპანია Swiftair-ისგან იჯარით აიღო. წინასწარი ცნობით, დაიღუპა ბორტზე მყოფი 119 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი.

Air Algerie-ს ერთ-ერთი თანამშრომლის სიტყვებით, სამგზავრო ლაინერში მინიმუმ 50 ფრანგი მგზავრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით თვითმფრინავის ავარიის მიზეზი, შესაძლოა ქვიშის ქარიშხალი ყოფილიყო.