საზოგადოება
კულტურის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ გიორგაძის კუთვნილი კომპანია "ისთერნ პრომოუშენი“ სკანდალში ეხვევა - დარღვევები აღმოაჩინა კომპანიაში აუდიტის სამსახურმა

1-eastern-saz1საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ კულტურის სამინისტროდან კომპანიისათვის ჯაზ-ფესტივალის ჩასატარებლად გადარიცხული თანხა არამიზნობრივად იხარჯებოდა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით ნიკა რურუას მინისტრობის დროს ბათუმის ჯაზ-ფესტივალისათვის სამინისტროდან კომპანიას 1 000 000 ლარზე მეტი გადაერიცხა, ასევე ხარვეზები დაფიქსირდა ბილეთების გადანაწილების პროცესშიც.