საზოგადოება
ბაჩო ახალაია:"მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ვაძლევ გარანტიას თუ ასეთ ავანტიურას გაბედავს მწარედ ინანებს!”

1-kush-saz2საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. პატიმრობაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოში უცხოელი პროკურორების ჩამოყვანას თავის Facebook-გვერდზე ეხმაურება: "მინდა გამოვეხმაურო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც უცხოელი პროკურორების საქართველოში ჩამოყვანას ეხება. გასაგებია ივანიშვილის მცდელობა შეასრულოს პუტინის დავალება და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლებრივი დევნით შეუზღუდოს საქართველოში ჩამოსვლის საშუალება.
სწორედ ამიტომ საქვეყნოდ მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ძალიან მარტივად და გასაგებად, ვაძლევ გარანტიას თუ ასეთ ავანტიურას გაბედავს მწარედ ინანებს, ის ასეთი ქცევით საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს. ჯობია შეიგნოს რომ წითელი ხაზი უკვე დიდი ხნის გადაკვეთილი აქვს, გაგრძელებას კი ნამდვილად არ ვურჩევ. მისთვისვე ჯობია შეწყვიტოს მცდელობები ქართული სახელმწიფოს განადგურებისა!" - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.