რედაქტორისგან
7+5 (სანიკიძე, ზაქარეიშვილი, პეტრიაშვილი, ფანჯიკიძე, ალასანია) - საქინფორმის 2013 წლის 4 ოქტომბრის პროგნოზი მართლდება!

1-vse-pol1-redსაქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2013 წლის 4 ოქტომბერს საქინფორმმა გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩვენმა სააგენტომ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა მთელი საქართველოს მასშტაბით. სააგენტო ტელეფონით დაუკავშირდა 500–ზე მეტ შემთხვევით შერჩეულ რესპონდენტს, რომლებსაც საქართველოს დღევანდელი მთავრობის 5 ყველაზე უკეთესი და 5 ყველაზე უარესი მინისტრის დასახელება შევთავაზეთ. („500–ზე მეტინიშნავს, რომ იმ რესპონდენტთა აზრი, რომლებსაც 10 მინისტრის (5+5) დასახელება გაუჭირდათ, ან მინისტრებად არამინისტრები დაასახელეს, მაგალითადმთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, შეკითხვას არ უპასუხეს ან არასრულად უპასუხეს, გათვალისწინებული არ იქნა და გამოკითხვა 500 სრულფასოვანი პასუხის მიღებამდე გაგრძელდა)გამოკითხვის შედეგების დამუშავების შემდეგ, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, ყველაზე უკეთესი და ყველაზე უარესი მინისტრების ხუთეულები ასეთი თანმიმდევრობით გამოიყურებობა:
ყველაზე უკეთესი მინისტრები:
1. შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – 298 რესპონდენტი;
2. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დავით სერგიენკო –  – 79 რესპონდენტი;
3. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია – 54 რესპონდენტი;
4. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი – 29 რესპონდენტი;
5. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი – 9 რესპონდენტი.
(31–მა რესპონდენტმა ხუთი საუკეთესო მინისტრის რიცხვში დაასახელა მინისტრთა კაბინეტის როგორც ეს, ისე სხვა წევრები, მაგალითად – თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია).
ყველაზე უარესი მინისტრები:
1. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე – 237 რესპონდენტი;
2. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი – 96 რესპონდენტი;
3. სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი – 69 რესპონდენტი;
4. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია – 52 რესპონდენტი;
5. იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე – 18 რესპონდენტი.
(28 რესპონდენტმა ხუთი ყველაზე უარესი მინისტრის რიცხვში დაასახელა მინისტრთა კაბინეტის როგორც ეს, ისე სხვა წევრები, მაგალითად – ხათუნა გოგალაძე, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი).

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორ ჩანს, გაითვლისწინა საზოგადოების აზრი და 2014 წლის 21 ივლისს თანამდებობიდან გაათავისუფლა 7 მინისტრი, მათ შორის - 3 ზემოდხსენებული - გურამ ოდიშარია, დავით დარახველიძე და ხათუნა გოგალაძე. რაც შეეხება მაია ფანჯიკიძეს, ალექსი პეტრიაშვილს და პაატა ზაქარეიშვილს, საქინფორმი თვლის, რომ მათი გადაყენება განხორციელდება მოგვიანებით, რადგანაც ისინი საგარეო პოლიტიკური ბლოკის მინისტრები არიან და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი სულ ახლახანს - 2014 წლის 18 ივლისს - მოეწერა.
აგრეთვე, სავარაუდოა განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება, რაზეც საინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი წერს პუბლიკაციაში “ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება - ვინ არის სააკაშვილის მთავარი საყრდენი საქართველოში, ანუ რატომ გადაიყვანენ ალასანიას საგარეო საქმეთა მინისტრად” (2014 წლის 9 აპრილს).