უცხოეთი
აშშ-მ გადაწყვიტა „Boeing-777“-თან დაკავშირებული საზარელი სიმართლის დაემალა

1-bomber-zar3საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. აშშ-მ უარი განაცხადა ეპასუხა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ დასმულ კითხვებზე და ეჩვენებინა აშშ-ის საბრძოლო თანამგზავრის მიერ გადაღებული Boeing-777-ის ჩამოგდების კადრები.
ისინი აცხადებენ, რომ „აშშ-ის პოზიცია უცვლელია: სეპარატისტებს ხელთ ქონდათ “БУК“-ის დანადგარი, რომლიდანაც სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ისროდნენ. თუმცა არაფრის დამტკიცება არ უნდათ. ან არ შეუძლიათ.
ერთან საუბრისას ბარაკ ობამა მოითხოვდა გამოძიების ჩატარებას და გარკვევას, თუ ვინ ჩამოაგდო „ბოინგი“. „ცხადია, ობამა ძლიერია“. უნდა ჩავატაროთ გამოძიება და გავიგოთ, ვინ ჩამოაგდო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინელმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს“, - ხუმრობს ბორის მეჟუევი. მართლაც, ამერიკელი ლიდერი იბნევა - ალბათ, თავის მრჩევლებთან კონსულტაცია საკმარისად ვერ გაიარა.
„თუ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, თავისი დამამტკიცებელი საბუთებით, ესეიგი ეს ის ინფორმაცია არ არის, რომლის საზოგადოებაში გამოქვეყნებაც მათთვის ხელსაყრელია“, - განიხილავს გრიგორი პერნავსკი. ამ სიტყვებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგზე პასუხი არ მოყოლია.
შესაძლოა ობამას თანამშრომლებს რაღაც გამორჩათ, ან უბრალოდ არ იციან, რა თქვან ამის საპასუხოდ.
„ორშაბათს რუსეთმა დონეცკის რეგიონში დაცემული მალაიზიური ბოინგის კატასტროფიდან ამოღებული სატელიტით გადაღებული ფოტოები, სარადარო და რადიოლოკაციური მოანცემები წარადგინა“, - იუწყება მედია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგიდან ამოღებული მონაცამების მიხედვით.