საზოგადოება
თეა წულუკიანი - გიორგი მარგველაშვილს: „გიგი უგულავა აპირებდა ქვეყნიდან მიმალვას, რა თქმა უნდა, აქ მორატორიუმი ვერ იმოქმედებდა!“

1-nightmare-saz3საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე, პასუხობს: "პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი იყო პოლიტიკურად კეთილი ჟესტი. ეს არსად არ წერია კანონში და შესაბამისად, პრემიერს არ ევალებოდა ამის გაკეთება, მაგრამ მან ეს გააკეთა. ეს კარგი ნაბიჯი იყო და ძალიან ბევრ რამეში საარჩევნო გარემო გააუმჯობესა. თუმცა, თუ ვინმემ და ვინმემ სახელად უგულავამ დაიწყო ცრუ მოძრაობები და დღე ერთი იყო და ორჯერ იმყოფებოდა აეროპორტში და ცდილობდა ქვეყნიდან მიმალვას, რა თქმა უნდა, აქ მორატორიუმი ვერ იმოქმედებდა.
მორატორიუმი არ იყო იმუნიტეტი, ამიტომ სამართალდამცველმა ორგანოებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ და ვთვლი, რომ უგულავამ პასუხი უნდა აგოს მთელი სიმკაცრით იმ ქმედებებისთვის, რაც მას დაუდგინდება, რომ აქვს ჩადენილი", - აცხადებს წულუკიანი.