საზოგადოება
საქინფორმი მიესალმება თბილისის ახალი მერის გადაწყვეტილებას თბილისის ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით! მაქსიმალურად დავაჩქაროდ, ბატონო დავით - ზოოპარკში ცხოველები ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებიან...

1-tigr-saz2საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. დავით ნარმანიას განცხადება თბილისის ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით:
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და მედია საშუალებებში ვრცელდება თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდება. ვაცხადებთ, რომ ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ინიციატივა ნამდვილად განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს.
რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, გამოცხადდება ღია კონკურსი, რის შემდეგაც გამოვლინდება საუკეთესო პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მისი განხორციელება. კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია დაიტერესებულ საზოგადოებას მერის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მიეწოდება“.