რედაქტორისგან
საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის სპეციალური განცხადება

1otredak-sam1-redსაქართველოს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ მუდმივი მუქარები და ლანძღვა-გინება ჩემი მისამართით შეწყდა, თუ არ ჩავთვლით საქინფორმის საიტზე ორი IP-მისამართიდან (178.134.88.178 და 46.49.0.99) სხვადასხვა სახელით გამოგზავნილ ისტერიულ კომენტარებს, რომლების ავტორი ერთი და იგივე მამრობითი სქესის პიროვნებაა, რაზეც მისი დაბადების მოწმობაში ჩანაწერის გარდა არაფერი მეტყველებს (ლაჩარი თავის ნაჯღაბნს ხშირად ჩემი მეგობრების, საყოველთაოდ ცნობილი მოღვაწეების, სახელებსაც კი აწერს!).  დარწმუნდა რა, რომ ვერც ვერავის დაშინება მოახერხა, ინტერნეტ - პროვოკატორმა ტაქტიკა შეცვალა - მუქარების პარალელურად, საქინფორმის ელექტრონულ ფოსტაზე მოჩვენებით „კეთილმოსურნეთა“ წერილებს მიგზავნის, სადაც მიწოდებენ გმირს, გენიალურ ანალიტიკოსს და ყოველგვაღი გაზვიადების გარეშე - საქართველოს სიამაყეს, მთხოვენ გავუფრთხილდე თავს, რადგანაც „რეალური საფრთხეები“ მემუქრება. 
არ გამოვრიცხავ, რომ ამაში სპეცსამსახურების ხელიც ურევია, რომლებიც ჩემს ინტელექტს თავიანთი გონებრივი შესაძლებლობებით ზომავენ (სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, წერილები ზოგჯერ მოგონილი „კონსპირატიული“, ზოგჯერ კიდევ მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი სახელებით არის ხელმოწერილი!). თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, მინდა განვუცხადო: 
პირველი - ჩემი პროვოკაციაზე „წამოკიდება“ - ამ წერილების საქინფორმზე გამოქვეყნებით და ჩემი მასხრად აგდებით - არ გამოგივათ; 
მეორე - მე ღიად ვუჭერ მხარს ირაკლი ღარიბაშვილს, ამიტომ საქინფორმის და მისი მთავარი რედაქტორის დისკრედიტაცია - პრემიერ - მინისტრისათვის საინფორმაციო და საექსპერტო მხარდაჭერის ხელიდან გამოცლის მიზნით - არ გამოგივათ; 
მესამე - ნებისმიერს, ვისაც ჩემთან „შეკითხვები“ გააჩნია, მზად ვარ შევხვდე არა მხოლოდ საქინფორმის რედაქციაში, არამედ ნებისმიერ ადგილზე, თუმცა მთელი ამ წლების მანძილზე ვერც ერთხელ ვერ გაბედეთ ჩემთან პირისპირ შეხვედრა.
ვირტუალურ „მებრძოლებსა და მზვერავებზე“ დროის ფლანგვას და ბუნების მიერ იმპოტენტების მიმართებაში დაშვებული შეცდომების გასწორებას აღარ ვაპირებ - თქვენ დიდი ხანია ლუსტრირებული ხართ და დღეიდან ყველა თქვენი IP დაბლიკილია. ამიტომ, „პენსიის“ მისაღებად, საქმეს მიხედეთ, საქ - მეს!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
22 ივლისი, 2014 წელი
საქართველო, თბილისი