საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საზოგადოებას პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მიულოცა, დარბაზში მყოფმა 123-მა დეპუტატმა დოკუმენტს ერთხმად დაუჭირა მხარი

1-ioshkinbeselia-saz3-geoსაქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას  დაესწრო. კენჭისყრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ქართულ საზოგადოებას ეს დღე მიულოცა, ხოლო ქვეყანას შემდგომი წინსვლა უსურვა.

"მიხარია, რომ დღეს ვარ საქართველოს პარლამენტში, სადაც ასეთი ერთსულოვნება სუფევს. მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა -ყველა გაერთიანებული ვართ ერთი იდეით. მინდა მოგილოცოთ ეს ერთიანობა. მსურს მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ამგრძელი გზის წარმატებით გავლაში. ევროპას და ევროპელებს, უპირველესად კი, ქართველებს, როგორც ევროპის შემადგენელ ერს, მინდა მივულოცო ის, რომდღეიდან ევროპა კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო სტაბილური და კულტურულად კიდევ უფრო მრავალფეროვანია. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობასყველას. გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.