პუბლიკაციები
თბილისის არქიტექტურა და გამოჩენილი რუსი მოღვაწეები (სამახსოვრო ქართველი მოსწავლეებისათვის)

1-tbil-saz1-analit-mainსაქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. 1795 წელს აღა მაჰმად ხანმა თბილისი ააოხრა და გადაწვა. ქალაქისაგან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. მაგრამ ქალაქის აღმშენებლობა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში დიდი ტემპებით დაიწყო. რუსებმა თბილისი აქციეს ამიერკავკასიის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრად. რუსეთის იმპერატორების ნებით, ათწლეულების მანძილზე თბილისში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, ევროპულ არქიტექტურულ სტილში. ეს შენობები დღესაც ამშვენებენ საქართველოს დედაქალაქს და მის მთავარ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ. ამ შენობების არქიტექტორები რუსი და ევროპელი სპეციალისტები იყვნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ თბილისის განვითარება და აღმშენებლობა მეფის რუსეთის შემდგომ, საბჭოთა ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა. რად ღირს თუნდაც თბილისის მეტროპოლიტენი, რომლის ბევრი სადგური ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.   თბილისის პირველი გენერალური განვითარების პროექტის ინიციატორი იყო გამოჩენილი რუსი მწერალი და დიპლომატი, ქართველების დიდი მეგობარი, ალექსანდრე სერგეის ძე გრიბოედოვი (1795 – 1829). ამ ინიციატივას უდიდესი მნიშვნელობა ქონდა აღა მაჰმად ხანის მიერ დანგრეული ქალაქის აღორძინების სწრაფი დაწყებისათვის.
მეფისნაცვალმა, რუსმა სახელმწიფო მოღვაწემ, თავადმა მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვმა (1782 – 1856) გარდამტეხი როლი შეასრულა თბილისის განვითარების საქმეში. ვორონცოვის სახელს უკავშირდება თბილისის განაშენიანება, მოედნის და ხიდის აგება დღევანდელ ჩუღურეთსა და ათონელის ქუჩას შორის, საჯარო ბიბლიოთეკის,  ქართული თეატრის, ოპერისა და სასწავლო დაწესებულებების დაარსება. იმდროინდელი ქართველობა დიდ პატივს სცემდა ქართველების კეთილმოსურნე ვორონცოვს. დღევანდელ ზაარბრიუკენის მოედანს და მიმდებარე ხიდს თბილისელების დიდი ნაწილი დღესაც ”ვორონცოვის მოედანსა” და ”ვორონცოვის ხიდს” ეძახის.
ვირტუალურად ”გავისეირნოთ” თბილისის ცენტრალურ - რუსთაველის პროსპექტზე. აქ მდგარი ყოველი შენობა რუსულ-ქართული ერთობლივი ისტორიის შედეგია. რამდენიმე უმნიშვნელოვანესი შენობა:

1-thatis-saz1-analit-middle

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი
ვორონცოვის თაოსნობით 1847 წლის 15 აპრილს საძირკველი ჩაეყარა ოპერის თეატრის მშენებლობას, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1851 წლისათვის დასრულდა. ინტერიერი მოხატა და გააფორმა რუსმა მხატვარმა გ. გაგარინმა. თეატრი აიგო თბილისის ცენტრალურ, მაშინდელ ერევანსკის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი). სამწუხაროდ, ეს შესანიშნავი შენობა 1874 წელს ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. თუმცა ამიერკავკასიაში პირველი ოპერა რუსეთის ხელისუფლებამ მოგვიანებით აღადგინა დღევანდელი რუსთაველის გამზირზე. 1896 წელს დამთავრდა არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი — ე. წ. „სახაზინო თეატრის“ მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი (ეს არის დღევანდელი ოპერის თეატრის შენობა). თეატრის გეგმის პროტოტიპად რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იყო აღებული.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი:
ესაა საქართველოს უდიდესი დრამატული თეატრი, რომელიც დაარსდა 1878 წელს. შოთა რუსთაველის სახელს 1921 წლიდან ატარებს. დღეს არსებული ეს დიდებული შენობა 1901 წელს დასრულდა, არქიტექტორები ასევე რუსები - კ. ტატიშჩევი და ა. შიმკევიჩი.
სასტუმრო ”თბილისი - მარიოტი”
სომეხმა ვაჭარმა და მეცენატმა მიხეილ არამიანცმა მე-20 საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში შეუკვეთა სასტუმრო ”მაჟესტიკის” მშენებლობა, თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მალიქოვმა შექმნა 1915 წელს.

1-tbilchurch-saz1-analit-mi

ქაშუეთის ეკლესია
მრავალჯერ დანგრეული ქაშუეთის უძველესი ტაძარი (მე-6 ს.), თავისი საბოლოო სახით, რუსეთის იმპერიის ხანას ეკუთვნის - 1910 წელს დასრულდა ახალი ტაძრის მშენებლობა, რომელიც დღესაც მოქმედებს რუსთაველის გამზირზე. პროექტის ავტორია ლ. ბილფელდი. ტაძრის ჩუქურთმებსა და მოპირკეთებაზე რუსი და ქართველი ოსტატები მუშაობდნენ სხვადასხვა პერიოდში, ხოლო ფრესკები მოგვიანებით, 1946 წელს, ლადო გუდიაშვილმა შექმნა.

რუსთაველის გამზირზე ყველა შენობის აგებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული რუს არქიტექტორებს, ქართველ არქიტექტორებთან ერთად. ყოფილი პარლამენტის შენობა, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი (რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ გაყიდა და გაავერანა, ფაქტობრივად დანგრევის პირს მიიყვანა), კინოთეატრი ”რუსთაველი” და სხვა შენობები მაღალი ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობის ძეგლებია.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თბილისის კლასიკური გიმნაზია, რომელიც რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ 1830 წელს აამოქმედა. შენობა 1991-92 წლების თბილისის ომის დროს დაზარალდა, მისი აღდგენა კი მოსკოვის მაშინდელმა მერმა იური ლუჟკოვმა ითავა. მოსკოვის მთავრობის ხელშეწყობით აღდგენილი სკოლა-გიმნაზია 1995 წლიდან ისევ ისტორიულ შენობაში ფუნქციონირებს. 
გარდა რუსთაველის გამზირისა, თითქმის მთელი ჩუღურეთის რაიონი (დავით აღმაშენებლის გამზირი და მიმდებარე ქუჩები) მეფის რუსეთის დროს არის აშენებული. აქ ბევრი უნიკალური არქიტექტურული შენობაა. მარჯანიშვილის ქუჩაზე გამორჩეული შენობაა ყოფილი ცენტრალური უნივერმაღი, სადაც ახლა ”თი-ბი-სი ბანკია” განთავსებული. ეს შენობა 1910 წელს აშენდა და იქ თავდაპირველად ”ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების სახლი” მდებარეობდა. შენობის არქიტექტორი ა. როგოისკია. ასევე მნიშვნელოვანია, იქვე მდებარე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, რომელიც ქველმოქმედი ძმების ზუბალაშვილების ინიციატივით აშენდა, როგორც ”სახალხო სახლი” და რომლის არქიტექტორია ს. კრიჩინსკი.

თბილისი ყოველთვის იყო ხალხთა მეგობრობის და კეთილი ურთიერთობების ქალაქი. არავინ განასხვავებდა ერთმანეთს ეროვნული ნიშნით. ეს, ბუნებრივია, ეხება ქართველებისა და რუსების ურთიერთობებსაც. ქართველები მაღალი კულტურის მქონე და მადლიერი ხალხია. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს რუსი მეგობრების ღვაწლს ჩვენი დედაქალაქის განვითარებაში.

1-theend-saz1-analit-end

 

სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის
ევრაზიის ინსტიტუტი