საზოგადოება
"მე ყველას ვურჩევდი, რომ წინასწარი სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს" - თეა წულუკიანი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება
1-gaquculi-saz3საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. წულუკიანი ურჩევს ყველას, წინასწარი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ და გამოძიების დასრულებას დაელოდონ.
თუ ეს არის თვითმკვლელობა, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს. როგორც ვიცი, ამ წუთებში საგამოძიებო მქომედებები მიმდინარეობს. მე ყველას ვურჩევდი, რომ წინასწარი სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს. ყველა დაინტერესებულია, რომ მიზეზებთან დაკავშირებით ჭეშმარიტება დადგინდეს. აქედან გამომდინარე, ზომიერება არ გვაწყენდა“, - განაცხადა წულუკიანმა.