საზოგადოება
საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარისგიორგი კარბელაშვილის მტკიცებით, „თვითმფრინავი, რომელიც მესტიაში იფრენს, უსაფრთხო არ არის!“

1-aero-saz3საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამ საკითხს უნდა გადახედოს. მსოფლიოში აღიარებულია, რომ ჩეხური წარმოების «L410» ერთერთი ყველაზე საშიში თვითმფრინავია. არ გასულა წელი, რომ ამ ტიპის თვითმფრინავს მსოფლიოში 4-5 კატასტროფა არ განეცადოს. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, თუ რა შეიძლება, მოჰყვეს ამ თვითმფრინავის საქართველოში შემოყვანას“, - განაცხადა კარბელაშვილმა.

როგორც გუშინ საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთელი წლის განმავლობაში სვანეთთან რეგულარული და სწრაფი კომუნიკაცია მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. „გარდა იმისა, რომ მესტიის მიმართულებით ავიარეისი აბსოლუტურად კომფორტულია და 45 წუთამდე ამცირებს 7 - 8 საათიანგზას, ამავე დროს ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ ბილეთის ფასი 65 ლარამდე, რათა სვანეთის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ავიარეისით სარგებლობა“, - განაცხადა გუშინ პრემიერ-მინისტრმა.
ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია ,,სერვისეირი“ რეისებს მესტიის მიმართულებით კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს. კომპანია მგზავრებს ახალი, კომფორტული, ჩეხური წარმოების 15-ადგილიანი თვითმფრინავით «L410» გადაიყვანს. ბილეთების შეძენა მსურველებს დღეიდან შეუძლიათ, რეისების შესრულება კი ა.წ. 18 ივლისიდან დაიწყება.