საზოგადოება
საკრებულოს თავმჯდომარე ალიბეგაშვილი: „დავით ნარმანიას მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმაში ყველაფერი მისხალ-მისხალ არის გაწერილი და ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს!“

1-nevxerstvenni-saz1საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. როგორც თბილისი საკრებულოს ახალმა თავჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,"მერია და საკრებულო ჰარმონიულ ერთიანობაში იმუშავებს, რათა ჩვენი ქალაქი იმ სასურველ საცხოვრებელს დაემსგავსოს, სადაც ვიმყოფებით და ეს მუხლჩაუხრელი შრომა იქნება. თბილისის მოსახლეობა მოუთმენლად ელის ყველა საკითხის გადაწყვეტას, ამიტომ არ იარსებებს მცირე და დიდი პრობლემა, ყველა პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ უნდა წავიდეს".
მისივე თქმით, დედაქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები და უმუშევრობაა.