უცხოეთი
საქინფორმი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მოსკოვის მეტროში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და უსამძიმრებს მათ ოჯახებსა და მეგობრებს

1-metrolastlight-zar2საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. გუშინ, დილის პიკის საათზე მოსკოვის ლურჯი ხაზის „პარკ პობედისა“ და „სლავიანსკი ბულვარის“ სადგურებს შორის სამი ვაგონი რელსებს მოსწყდა.
ბოლო ცნობების თანახმად, გარდაცვლილია 20 ადამიანი, თითქმის 130 კი ჰოსპიტალიზირებულია. საქინფორმი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მოსკოვის მეტროში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და უსამძიმრებს მათ ოჯახებსა და მეგობრებს. მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტმა უკვე შეადგინა დაშავებულთა სია, რომელიც ამჟამად 121 გვარს ითვლის. გარდა ამისა, ექიმებმა სიაში აღნიშნეს მათი ტელეფონის ნომრები, რაც შესაძლებელს ხდის ინფორმაციის მოძიებას დაზარალებულთა შესახებ. მთლიანობაში ევაკურიებული იყო 1,150 ადამიანი, მათგან მინიმუმ 161-მა მოითხოვა სამედიცინო დახმარება.  რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, შესაძლოა ავარია მომხდარიყო ვაგონის გაუმართაობის გამო. გამომძიებელთა ცნობით კატასტროფა ტექნოგენურ ნიშნებს ატარებს, ტერაქტის შესაძლებლობა გამოირიცხა.