პუბლიკაციები
ხარხარი შევარდნაძის დაკრძალვაზე - ფოტოკადრები, რომლებიც მეტყველებენ სიტყვებზე უკეთესად...

Mainსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ქვემოთ წარმოდგენილ პირველ ფოტოზე ნაჩვენებია ედუარდ შევარდნაძის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების ყოფილი მინისტრი, ჰანს დიტრიხ ჰენშერი, მისი მეუღლე ბარბარა და ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯეიმს ბეიკერი.
არა მგონია, ისინი განსვენებულზე იცინოდნენ, ან ანეკდოტს ჰყვებოდნენ, ან თუნდაც პოროშენკოს უკრაინის მომავალას განიხილავდნენ. სულ ერთია რაზე იცინიან, მთავარი ისაა, რომ ისინი კავკასიურ გასვენებაში იცინიან! თანაც აცნობიერებენ, რომ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ისინი ყველაზე გამოჩენილი პირები არიან და ყურადღების ცენტრში იმყოფებიან.  საინტერესოა, მოეწონათ ქართველებს, თუ როგორ იცინიან დასავლელი პოლიტიკოსები (რომლებზეც საქართველოში აფანატებენ!) მათი პრეზიდენტის გასვენებაში?! და საერთოდ, მოეწონება კავკასიელს, თუ სტუმარი მის სახლში გასვენებაში სიცილით მივა?! მე არ ვაჭარბებ, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ თუ სტუმარი მე პატივს მცემს, ოდნავ მაინც უნდა აინტერესებდეს - როგორ მოიქცეს შესაფერისად ჩემს სახლში და როგორი ქცევა ითვლება უხეშობად.
ჩემი აზრით, ამ გავლენიან ხალხს დასავლეთიდან ეს სულაც არ აინტერესებს. გარდაცვლილს კი შვილიშვილი დასტირის... ქართველი არ გახლავართ, თუმცა, როგორც კავკასიელს, დასავლელი სტუმრების ქცევა ჩემს სახლში, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის უსიამოვნოა. როგორც ბრძენი ებრაელები ამბობენ - ის ვინც ხურდაზე გცვლის, რუბლზეც გაგცვლისო.
ოლეგ კუსოვი

 

1-laughs-njokes-analit-1 1-lady-analit1

(საქართველოს ექს-პრეზიდენტის ე.შევარდნაძის პანაშვიდი, დაკრძალვა და სამგლოვიარო მიღება 2014 წ. 11-13 ივლისს, სამების საკათედრო ტაძარი - კრწანისის რეზიდენცია - „შერატონ მეტეხი პალასი“)

1 2
3 4
5 6
7 8
9 10
11 12
13 14
15 16
17 18
19 20
21 22
23 24
25 26
27 28
29 30
31 32
33 34
35 36
37 38