უცხოეთი
პუტინი: „ნოვოდვორსკაია იყო საკუთარი პრინციპებისადმი ერთგული ადამიანი“
1-novodvorskaya-zar3საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. „გარდაცვლილი, ოპოზიციონერი და უფლებათა დამცველი, ვალერია ნოვოდვორსკაია, კოლეგების მოგონებებში პრინციპებისადმი ერთგული ადამიანის სახელით დარჩება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
„ვალერია ნოვოდვორსკაია გახლდათ ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და ნათელი, არაოდრინალური ადამიანი. მთელი ცხოვრების მანძილზე იგი ერთგული იყო საკუთარი რწმენისა და პრინციპებისა. იგი სწორედ ასეთად დარჩება კოლეგებისა და მეგობრების მოგონებებში“, - ნათქვამია კრემლის ოფიციალურ ვებ-საიტზე, პუტინის მიერ ნოვოდვორსკაიას ახლობლებისთვის დაწერილ ტელეგრამაში. ნოვოდვორსკაია გარდაიცვალა 12 ივლისს, შაბათ დღეს, მოსკოვში. არსებული ინფორმაციის თანახმად იგი რამდენიმე ქრონიკული დაავადებით იყო დასნეულებული და ერთ-ერთი მათგანის გართულებას შეეწირა.
"ნოვოდვორსკაიასთან გამოსამშვიდობებელი" ცერემონიალი ჩატარდება მოსკოვში, სახაროვის ცენტრში,  ოთხშაბათს, რუსეთის დროით 10:00 საათზე.