საზოგადოება
გია ვოლსკი:”სანდრა რულოვსის დამხრამე ქალის მტვერს წმენდდა თუ სხვა საქმეებით იყო, დაკავებული მერე გაირკვევა”

1-sandra-saz2საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი სანდრა რულოვსის დამხრამე ქალის პროკურატურაში დაბარებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, გამოძიების კითხვებს ყველამ უნდა უპასუხოს. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხზე და არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება, მაგრამ უშველებელი რაოდენობის შეკითხვები არსებობს საზოგადოებაში. ვფიქრობ, პროკურატურის შეკითხვები არ განსხვავდება იმ შეკითხვებისგან, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. სენტიმენტების შემოტანა უნდათ, ადამიანი სახლში ეხმარებოდა, ყავას ადუღებდა და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი საშინელია ეს პროკურატურა დაქართული ოცნება”, რომ ეს ქალიც კი, რომელიც სახლს გვიდა, დაბარებულია. თუ არის საკითხები პასუხი უნდა გასცეს. მტვერს წმენდდა თუ სხვა საქმეებით იყო დაკავებული მერე გაირკვევა, – განაცხადა გია ვოლსკიმ.