საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: „დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი არჩევნების პრაქტიკას!“

1-perkle-saz3საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნებისოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტური შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სადაც ყველა ამომრჩეველს მიეცა საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას, კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს კახა კალაძეს და შტაბის წარმომადგენლებს სტაბილური და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს ყველა კუთხე განვითარდეს, ფეხზე დადგეს და წელში გაიმართოს!”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

1-perklegruppe-saz3-down