2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში მონაწილეობა მიიღო 617.451 ამომრჩეველმა (მე-2 ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36%)
საქართველო, 14 ივლისი,
საქინფორმი. როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარე
თამარ ჟვანიამ განაცხადა, 2014 წლის 12 ივლისს, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
„არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა. რაც შეეხება თბილისს, საათისთვის უბნებზე გამოცხადდა 316.014 ამომრჩეველი, რაც თბილისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 34,3 % (შედარებისთვის - 2014 წლის
15 ივნისის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა თბილისში შეადგენდა 37.3%).
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუმარტა, მას შემდეგ რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ეს დოკუმენტები აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge და ყველას ექნება შესაძლებლობა თვალი ადევნოს ამ პროცესს.