საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის დელეგაციას შეხვდა და მათ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის გეგმა, ბაქო-თბილისი-ყარსისა და ანაკლიის პორტის პროექტები გააცნო

1-zweuntlool-saz1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. როგორც შეხვედრაზე აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის მეთაურმა, გენერალმა პოლ სელვამ აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სატვირთო გადაზიდვებისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოს წვლილი ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების მისიაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ ლოჯისტიკურ სისტემასთან და ავღანეთიდან საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხები“, - აღნიშნა გენერალმა პოლ სელვამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას აშშ-ს სატრანსპორტო სარდლობის დელეგაციასთან ერთად  აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრო.