საზოგადოება
სარგებელი 45 000-ზე მეტ ოჯახს - შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დამატებით, 75 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება

1-gasiebuli-saz3საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. საფინანსო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა უკვე მოაწერეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით: მსოფლიო ბანკი კვლავ განაგრძობს საქართველოსთვის მხარდაჭერას პროგრამების განხორციელების მიმართულებით. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული სახსრები შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის განხორციელებას მოხმარდება.“
პროექტის მთავარი ბენეფიციარები ადგილობრივი მაცხოვრებლები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და გზით მოსარგებლეები არიან. პროექტის განხორციელების შემდეგ, მათ ბაზარსა და საჭირო მომსახურებებზე მეტი წვდომა ექნებათ“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.

პროექტის ფარგლებში მოხდება 200 კილომეტრი სიგრძის გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია, რის შედეგადაც სამ ქალაქთან (თელავი, სამტრედია და წალენჯიხა), 126 სოფელთან და დაახლოებით 45 600 ოჯახთან დაკავშირება გამარტივდება, რაც, დაახლოებით, 138 000 ადამიანს გულისხმობს.