რედაქტორისგან
ხიდირბეგიშვილი - ხუბუტიას: „მოიძიეთ მედვედევის არქივში პროგრამა რუსულენოვანი ჟურნალისტიკის აღორძინებისა და საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციის, რომელიც მან ჩემგან მიიღო 2011 წლის 7 ნოემბერს, და მიაწოდეთ იგი ვლადიმერ პუტინს!“

1-redaqtori-sam3-redსაქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მიმართავს რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ ხუბუტიას:
პატივცემულო მიხეილ მიხეილის ძევ!
2011 წლის 7 ნოემბერს მე გავუგზავნე რუსეთის ფედერაციის იმ დროინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს რუსულენოვანი ჟურნალისტიკის აღორძინებისა და საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციის პროგრამა, ხოლო 2 დღის შემდეგ მივიღე შეტყობინება, რომ გზავნილი იქნა მიღებული და გადაცემული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განსახილველად.
ამის შემდეგ მივიღე კიდევ 2 წერილი - პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, სადაც გამოთქვეს მადლობა და შემატყობინეს, რომ მიმდინარეობს პროგრამის ყურადღებით შესწავლა და პროცედურის დამთავრების შემდეგ დაგვიკავშირდებიან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.

თუმცა, ყველაფერი ამით დასრულდა... სამწუხაროა, რადგან ამჟამად საქართველოში დარჩენილია 2 ჟურნალისტი, რომლებიც წერენ რუსულ ენაზე და 2 მთარგმნელი, რომლებიც რუსულიდან ქართულზე თარგმნიან - ყველა 50 წელს გადაცილებულია... საქართველოში დაივიწყეს რუსული ენა და რუსეთი, სამაგიეროდ სწავლობენ ინგლისურ ენასა და ამერიკას - ამის თაობაზე აშშ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ფულის ხარჯვას არ სჯერდება!
მიხეილ მიხეილის ძევ!
თქვენ არაერთხელ გამოგიხატავთ მადლიერება ჩემი პუბლიკაციებისთვის, რომლებიც ეძღვნებოდა რუსული ენის პრობლემებს საქართველოში, თქვენ განსაკუთრებით მოგწონდათ ჩემი ორი პუბლიკაცია  - „ენა, რომელიც დღეს კიევამდე ვერ მიგვიყვანს...(2008 წ., გაზეთი „Свободная Грузия“) და „ენა, რომელიც დღეს თბილისამდე ვერ მიგვიყვანს...(2009 წ., გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“), ხოლო მედვედევთან გაგზავნილი პროგრამის მთავარი თეზისები, თუ არ ვცდემი, თქვენთან ერთი წლით ადრე გამოვგზავნე. სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი - ხომ ხედავთ, რა შედეგებამდე მიიყვანა კიევი და თბილისი რუსული ენის მიმართ უყურადღებობამ, როგორც რუსული სამყაროს განმსაზღვრელმა ფაქტორმა?!
მიხეილ მიხეილის ძევ!
თქვენ ხელი მიგიწვდებათ კრემლის ყველაზე მაღალ კაბინეტებში - დაჟინებით გთხოვთ, მოიძიოთ დიმიტრი მედვედევის არქივებში, და ასევე თქვენი მაგიდის ქვედა მარცხენა უჯრაში რუსულენოვანი ჟურნალისტიკის აღორძინებისა და საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციის პროგრამა და გადასცეთ იგი ვლადიმერ პუტინს. ყველას გვიყვარს ცირკი, მაგრამ, სანამ „ბოლო მატარებლი ჯერ არ გასულა “, გთხოვთ იზრუნოთ რუსულ ენაზე საქართველოში - ისევე, როგორც „КВН“-ის ქართულ გუნდზე და „Росгосцирк“-ზე. 

 

პატივისცემით,
არნო ხიდირბეგიშვილი

2014 წლის 4 ივლისი,
თბილისი - მოსკოვი