უცხოეთი
მედვედევი: „ახალი მსხვერპლი უკრაინაში პოროშენკოს პირადი პასუხისმგებლობაა“

1-med-zar3_300_270საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა პირადი პასუხისმგებლობა დააკისრა უკრაინის პრეზიდენტ პიოტრ პოროშენკოს ადამიანების დაღუპვისთვის ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთში და გააფრთხილა, რომ დღევანდელ პირობებში „ურთიერთობის განვითარება რუსეთსა და კიევს შორის რთულია, ზოგიერთ საკითხზე კი შეუძლებელიც“. რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ოთხშაბათ საღამოს  სოცქსელში გამოაქვეყნა „ხუთი მოკლე კომენტარი უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ“.
ზავის დარღვევით პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ დრამატული შეცდომა დაუშვა. ეს ახალ მსხვერპლს მოიტანს, რის გამოც ახლა იგი პირადად არის პასუხისმგებელი“, - დაწერა მედვედევმა. მისი აზრით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება გაცილებით რთული იქნება - ასეთია ომის კანონები. რუსეთის პრემიერმა ყველას შეახსენა, რომ 27 ივნისს უკრაინამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმებას. „ეს უკრაინის უფლებაა, ხოლო რუსეთის უფლებაა მასთან მუშაობის ახალ პირობებზე გადასვლა და თავისი ბაზრის დაცვა“, - აღნიშნა მედვედევმა. მისი თქმით, დაცვის ღონისძიებების შესახებ აგდაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.
რუსეთის ხელისუფლება არსებული სიტუაციის ანალიზითაა დაკავებული. ასევე, გეგმავს ჩვენს მოქმედებებს დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმების ფარგლებსა და მსო-ს წესების მიხედვით“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმაკიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა გზასი საფასურს არ იხდის. „დავალიანება უზარმაზარი აქვთ, გაზს მიწისქვეშა საცავებიდან იღებენ . შემოდგომით კი გაზის სრულფასოვანი კრიზისი იქნება“, - განაცხადა მედვედევმა.